პროდუქციის შესახებ
დიორიტის მოპოვება და რეალიზაცია ხდება სხვადასხვა ზომის და ფორმის ლოდების სახით,ასევე მზა პროდუქციით.დიდი ზომის ლოდები დაფორმატებულია 4 მხრიდან, რაც აადვილებს მის აზომვას და დახერხვას.
დიორიტიდან საბოლოო პროდუქცია შეიძლება მიღებული იქნას სხვადასხვა სახით,დამოკიდებულია დამკვეთის მიერ მოწოდებულ ზომებზე.დიორიტი კარგად ექვემდებარება დამუშავება-მოპრიალებას.კარგად იტანს თერმულ დამუშავებას.დიორიტიდან შეიძლება დამზადდეს ხელსაბანები,სააბაზანოს ავზები,საყვავილეები,ბორდიურები,ქუჩაში დასაგები ოთხკუთხა ფორმის ქვაფენილები.სამზარეულოს ჩასაშენებელი ხელსაბანები. სასაფლაოს მოსაწყობად.კარგად ექვემდებარება წარწერას და ფოტოს განთავსებას.მცირე ზომის ქვები გამოიყენება საუნებში.დიდი ზომის მასიური ბლოკები შეიძლება საზღვაო კონტეინერებში საექსპორტოდ გასაგზავნად მომზადდეს.
დიორიტის გამოყენება
დიორიტი ძვირფასი მოსაპირკეთებელი და სამშენებლო მასალაა
ძველ ეგვიპტესა და მესოპოტამიაში დიორიტს იყენებდნენ,როგორც სკულპტურულ მასალას.ასევე გავრცელებულია საბერძნეთში,სადაც დღემდე დგანან დიორიტიდან შექმნილი ქანდაკებები.დიორიტი სიმტკიცის მიუხედავად შესანიშნავად პრიალდება და მისგან დამზადებულ ყველა პროდუქტს აქვს მაღალი ხარისხის გამძლეობა.შესანიშნავია მშენებლობაში გამოსაყენებლად,რადგან ძალიან რთულია მისი დაზიანება.
ის კარგად უძლებს დარტყმის ტვირთს.საყურადღებოა მისი მდგრადობა გარემოს უარყოფითი ზემოქმედების მიმართ.დიორიტს აქვს გაზაფხულის ეფექტი,რომელიც ხელს უშლის მის ნაწილებად დაყოფას.შეკუმშვის სიძლიერის თვალსაზრისით, ის ორასოთხმოც მეგა პასკალს აღწევს.
დიორიტში ფელდსპარის შემცვლელობა ნაცრისფერ-მომწვანო ელფერს აძლევს,რაც მას ხარისხობრივ მაჩვენებლებს ზრდის. ამავდროულად, ჰგავს გრანიტს,რაც მას უნიკალურობასა და სილამაზეს ანიჭებს.დიორიტი ასევე ძვირფასი საშენი მასალაა.მისი დაფქვის შემთხვევაში შეიძლება დამზადდეს ბეტონი,რომელიც ძალიან მაღალი ხარისხობრივი თვისებებით ხასიათდება.ამ ქანის გამოყენება თავისი ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გამო შეიძლება ნაპირსამაგრი(ნაპირდაცვითი) ჯებირების მოსაწყობად.საქართველოს სამშენებლო ბაზარზე პოპურალობას იძენს დიორიტის გამოყენება.მასში რადიაციის ძალიან დაბალი მაჩვენებლის გამოც.დიორიტი არის უსაფრთხო და ბუნებრივი მასალა,რაც სრულიად უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
დიორიტიდან საბოლოო პროდუქცია შეიძლება მიღებული იქნას სხვადასხვა სახით
სამზარეულოს ჩასაშენებელი ხელსაბანი
ბორდიური
ქვაფენილები
სამშენებლო საქმიანობა (სამშენებლო სილა)
საუნაში
ხელსაბანი
სააბაზანოს ავზი
საყვავილე
შესრულებული პროექტები
დიორითის გამოყენება სამშენებლო საქმიანობაში
დიორიტის დაფქვის შედეგად მიიღება
- 1 - ფრაქცია 0-5მმ იანი სამშენებლო მყარი სილა
- 2 - ფრაქცია 10-20მმ იანი სამშენებლო მყარი სილა
- 3 - ფრაქცია 5-10მმ იანი დიორიტის კენჭი
დოკუმენტაცია
ჩვენი ნებართვები და ლიცენზიები
ზარის შეკვეთა
მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
კომპანიის შესახებ
შპს ,,უჩხო’’ (ს/ნ 448053846) დარეგისტრირებულია 2018 წელს. ფუნქციონირებს ხულოს მუნიციპალიტეტში.კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბუნებრივი წიაღისეულის - დიორიტის მოპოვება ,რეალიზაცია.მოპოვება ხდება სოფ.კურცხლის მიმდებარედ, (კლდის მასივი)ე.წ. ,,კილდეშამფურიდან’’. ,,კილდეშამფური’’ხულო-ახალციხის მაგისტრალის სოფ.დიაკონიძეებიდან 19 კილომეტრშია. კომპანიას მოპოვება დაწყებული აქვს 2023 წლის სექტემბრის თვიდან.
1. კომპანიის დასახელება:შპს ,,უჩხო’’ ს/ნ (448053846)
2. იურიდიული მისამართი:ხულოს რაიონი,სოფ. ,,უჩხო’’
3. ფაქტიური მიასამართი:ხულოს რაიონი,სოფ.დიაკონიძეები
4. კომპანიის საიტი:https://diorite.ge/
5. ელექტრონული ფოსტა:info@diorite.ge
7.შპს ,,უჩხოს’’ საბანკო რეკვიზიტები: